აღმოჩნდა, რომ საქართველოს სამხედრო უწყებამ უკრაინულ მხარეს ამჯერად ათი თვის წინ შემოტანილი ჯავშანტრანსპორტიორების მწყობრიდან გამოსვლის გამო წაუყენა პრეტენზია. “უკრსპეცექსპორტის” ხელმძღვანელობა კი, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოში ექსპლუატაციის ნორმები ირღვეოდა, უარზეა საკუთარი ხარჯებით გაარემონტოს აღნიშნული ტექნიკა.
იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ არ გარკვეულა, თუ რამ გამოიწვია 10 თვის წინ უკრაინაში შეძენილი რამდენიმე ათეული ქვეითთა საბრძოლო მანქანის მწყობრიდან გამოსვლა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უკრაინულ სახელმწიფო კომპანიას ახალ პრეტენზიას უყენებს. ამჯერად საქმე ეხება 10 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორ ბტრ-80-ებ-ს, რომლებიც საქართველოში უკრაინიდან გასული წლის დეკემბერში შემოვიდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელობამ აქაც 9 თვის შემდეგ, ოქტომბერში, აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი მანქანის ძრავა მწყობრიდან გამოვიდა და მიზეზების დასადგენად უკრაინელ სპეციალისტებს უხმო. თუმცა, როგორც ჩვენთან საუბარში ქართული კომისიის წევრმა, პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადამდგარმა, უფროსმა ლეიტენანტმა თემურ ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ტექნიკის ყველა ერთეული მიღების დროს გამართული იყო და მას ჩაუტარდა შემოწმების ყველა აუცილებელი პროცედურა:
[თემურ ბოჭორიშვილის ხმა] “კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტექნიკა გამართული იყო და არანაირი ხარვეზები იქ არ ყოფილა. ეს ტექნიკა როდესაც ჩამოვიდა, ჩაიბარეს სამხედრო ნაწილებმა, გადანაწილდა სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში, შეიქმნა კომისია და ყველაფერი ხელახლა გადამოწმდა ადგილებზე.”
ქართული მხარის მიწვევით, “უკრსპეცექსპორტის” წარმომადგენლები მარტის თვეში ჩამოვიდნენ საქართველოში, შეამოწმეს სადავო ჯავშანტრანსპორტიორი და დაასკვნეს, რომ მანქანის მწყობრიდან გამოსვლა ადგილზე არასწორმა ექსპლუატაციამ გამოიწვია. მაგრამ, როგორც პარტნიორებს შეეფერებათ, უკრაინელი სპეციალისტები მზად არიან ტექნიკა თბილისის ტანკსარემონტო ქარხანაში გაარემონტონ, რათა ააცილონ საქართველოს სამხედრო უწყებას ხარჯები, რაც ტექნიკის უკრაინაში წაღებას დასჭირდებოდა. მაგრამ, როგორც “უკრსპეცექსპორტის” გენერალური მდივნის მოადგილის ანატოლი კოვალენკოს მიერ საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის პოლკოვნიკ ლევან ნიკოლეიშვილის სახელზე გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, ხსენებული ჯავშანტრანსპორტიორის რემონტის ხარჯების დაფარვას უკრაინელი სპეციალისტები საქართველოს სთხოვენ.
ამ ფონზე საქართველოს სამხედრო უწყების უცნაური საქციელის ახსნა სულ უფრო ძნელი ხდება: იგი აგრძელებს ტექნიკის შესყიდვაზე კონტრაქტს “უკრსპეცექსპორტთან”. სულ ერთი თვის წინ უკრაინიდან კიდევ შემოვიდა 4 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი, რომელთა ვარგისიანობაზე სამხედრო უწყებას მიღებიდან ერთ თვეში გაუჩნდა პრეტენზია.