და დეპუტატებს განუმარტა, რომ მთავრობამ მათი შენიშვნები გაითვალისწინა.
პარლამენტის ის წევრები, რომლებსაც ბიუჯეტის ფორმირების პროცესთან დაკავშირებით უარყოფითი აზრი არ შეუცვლიათ, ზურაბ ნოღაიდელმა სემინარზე მიიწვია და ცოდნის გაღრმავებას დაჰპირდა.
რა შეიცვალა 2006 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელსაც მთავრობა გამჭვირვალესა და რეალურს, ოპოზიცია კი - მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებზე მორგებულს უწოდებს?
[მიხეილ მაჭავარიანისა და ნინო ბურჯანაძის ხმები] ,,როცა ბიუჯეტის განხილვაა და პრემიერ-მინისტრი არის მომხსენებელი, ვერ აუხსნი დეპუტატებს, რომ სიარული არ შეიძლება, საუბარი არ შეიძლება, ჩურჩული არ შეიძლება. ეს არის გაზრდის საკითხი. დეპუტატები ნუ მიდიან მთავრობის ლოჟასთან. ან დაბრძანდით, ან გაბრძანდით. მთავრობას სკამები არა აქვს?!” (სტილი დაცულია)
მთავრობას სკამები არ ჰყოფნის, თუმცა აქვს მომავალი წლის ბიუჯეტის სოლიდურად გაზრდილი და გამჭვირვალე პროექტი - ზოგადად დაახლოებით ამგვარი გახლდათ პარლამენტის წინაშე პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შინაარსი. მიუხედავად პარლამენტის თავმჯდომარის და ვიცე-სპიკერის მოწოდებებისა, ზურაბ ნოღაიდელი მომავალი ბიუჯეტის ღირსებებზე ტრადიციული სადეპუტატო ხმაურის ფონზე საუბრობდა:
[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ,,მე დიდხანს თავს არ შეგაწყენთ. ბიუჯეტი დეტალურად წარმოგიდგინეთ დაახლოებით 10 დღის წინ და, შესაბამისად, შევჩერდები მხოლოდ განსხვავებებზე, წინა პროექტთან შედარებით.” (სტილი დაცულია)
თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, გაზრდილია ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ასევე ხარჯვითი ნაწილი. პირველი მათგანი სამ, მეორე კი - ორ მილიარდ ლარს აღემატება. დაფინანსება ეზრდებათ განათლების, ენერგეტიკისა და იუსტიციის სამინისტროებს, სასამართლო სისტემას, საზღვრის დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურებს და საგზაო დეპარტამენტს. 38 ლარამდე პენსიის ეტაპობრივად ზრდას კი ბიუჯეტი დამატებით 36 მილიონი ლარით დააფინანსებს. პრემიერ-მინისტრისა და მისი კაბინეტისადმი ბიუჯეტთან დაკავშირებული პრეტენზიები პრაქტიკულად აღარ დარჩა საპარლამენტო უმრავლესობას, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე, პროექტის შეცვლას საკუთარ დამსახურებადაც მიიჩნევს:
[დავით კირკიტაძის ხმა] ,,თითქოს ადვილია, ერთი თვალის გადავლებით, რომ მოიძიო ქვეყანაში 392 მილიონი ლარი და ეს ჩადო და მიმართო თავდაცვის სფეროში. ამას ყოველდღიური, დაუღალავი შრომა სჭირდება, რათა შესრულდეს ეს ბიუჯეტი.” (სტილი დაცულია)
საბიუჯეტო მაჩვენებლების ზრდას დადებითად აფასებს საპარლამენტო ოპოზიციაც, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ამ ტენდენციას მხოლოდ პრეზიდენტისა და მისი გუნდის ინტერესებზე მორგებულს უწოდებს. მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ფრაქცია ,,დემოკრატიული ფრონტის” დეპუტატ ივლიანე ხაინდრავასთვის ამოცანების კრებულთან ასოცირდება:
[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ,,ნუ, ისე რა ამოცანებისა, მეორე-მესამე კლასებისთვის, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ მკითხველი სადღაც მე-15 გვერდზე იფიქრებს, რომ მობეზრდა, ასე ვთქვათ, ამ ამოცანების ამოხსნა და მიანებებს ბიუჯეტის შემდგომ კითხვას თავს.” (სტილი დაცულია)
დეპუტატთა იმ ნაწილისთვის, რომელმაც ბიუჯეტის პროექტი სრულად წაიკითხა, გაუგებარია, მაგალითად, თუ რატომ განსხვავდება ერთმანეთისგან ასე საგრძნობლად რამდენიმე უწყების ე.წ. სხვა ხარჯებისთვის განკუთვნილი თანხები, რას ნიშნავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების საპრეზიდენტო პროგრამა, რატომ არ ხდება ხელფასების ზრდა და სოფლის მეურნეობის სუბსიდირება, რატომ რჩება უყურადღებოდ მაღალმთიანი რეგიონები და საიდან იცის მთავრობამ, რომ მომავალ წელს ინფლაციის მაჩვენებელი მხოლოდ 5-6 პროცენტი იქნება.