მოსკოვმა და კიევმა ვერ მიაღწიეს კომპრომისს კონფლიქტში, რომელიც უკრაინისთვის
რუსეთის გაზის მიწოდებას უკავშირდება. მოსკოვში გამართულმა შეხვედრამ რუსეთის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრს ვიქტორ ხრისტენკოსა და მის უკრაინელ კოლეგას ივან პლაჩკოვს შორის შედეგი ვერ გამოიღო. უკრაინის მთავრობის თავმჯდომარემ იური ეხანუროვმა მიუღებელი უწოდა "გაზპრომის" მიერ დასახელებულ ფასს - 230 დოლარი ათასი კუბური მეტრისთვის. მან რუსეთი უკრაინაზე ეკონომიკურ ზეწოლაში დაადანაშაულა. პასუხად "გაზპრომის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ბორის ფიოდოროვმა განაცხადა: [ბორის ფიოდოროვის ხმა] "რუსეთი ზედმეტს არაფერს ითხოვს. "გაზპრომს" სხვისი არაფერი უნდა, არ ცდილობს, ვინმეს რამე წაართვას. მაგრამ თუ შენ პროდუქციას ჰყიდი, მაჩვენეთ ამერიკული ფირმა, ან გერმანული ფირმა, რომელიც თავის პროდუქციას მესამედ ფასში მოგცემს. ეს ხომ ნონსენსია! ამას მსოფლიოში არავინ აკეთებს. და არც რუსეთმა უნდა გააკეთოს."