Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა დღეს მოწოდება გამოთქვა, “თავშკავებისა


ჩინეთმა დღეს მოწოდება გამოთქვა, “თავშკავებისა და მოთმინებისკენ” ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო

ჩინეთმა დღეს მოწოდება გამოთქვა, “თავშკავებისა და მოთმინებისკენ” ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო
შექმნილ ვითარებაში, და მოითხოვა, რომ საკითხი დიალოგითა და დიპლომატიური გზით გადაიჭრას.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, კონ სუანმა განაცხადა, რომ ჩინეთი განაგრძობს დიპლომატიური შესავლებლობების ძებნას, რათა კრიზისი მოგვარდეს. მან ასევე განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლი ძაოსინიმ პრობლემაზე დღეს ტელეფონით ილაპარაკა თავის ირანელ კოლეგასთან მოტაკისთან, მაგრამ დეტალები არ დაასახელა.
ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ მოითხოვეს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს საგანგებო სხდომა ჩატარდეს 2 თებერვალს და იქ ირანის საკითხი განიხილონ. რუსეთში იმყოფება საფრანგეთის საგარე საქმეთა მინისტრი ფილიპ დუსტ-ბლაზი და ირანის თაობაზე რუს კოლეგას ლავროვს, ასევე პრემიერ მინისტს ფრადკოვს ხვდება.
XS
SM
MD
LG