Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში კვლავ დააპატიმრეს ალი აგჯა


თურქეთში კვლავ დააპატიმრეს ალი აგჯა, რომელმაც რომის პაპზე თავდასხმა განახორციელა 1981 წელს.

თურქეთში კვლავ დააპატიმრეს ალი აგჯა, რომელმაც რომის პაპზე თავდასხმა განახორციელა 1981 წელს.
დაპატიმრების შესახებ განკარგულება გასცა თურქეთის უზენაესმა სასამართლომ, რომელმაც გააუქმა დაბალი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ციხიდან აგჯას გათავისუფლების შესახებ. აგჯა გასულ კვირაში გამოვიდა ციხიდან. მან იტალიაში 19 წელი დაჰყო პატიმრობაში პაპზე თავდასხმისთვის, 6 წელი კი თურქეთში - სხვა ბოროტმოქმედებისთვის.
XS
SM
MD
LG