Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები ტერორიზმში ეჭვმიტანილების მიმართ


შეერთებული შტატები ტერორიზმში ეჭვმიტანილების მიმართ წამებას იყენებდა, მაგრამ ამას სხვების მეშვეობით აკეთებდა,

შეერთებული შტატები ტერორიზმში ეჭვმიტანილების მიმართ წამებას იყენებდა, მაგრამ ამას სხვების მეშვეობით აკეთებდა,
- აცხადებს შვეიცარელი სენატორი დიკ მარტი. მარტი, რომელსაც ევროპარლამენტმა დაავალა გამოძიების ჩატარება ევროპაში დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ციხეების თაობაზე, სამშაბათს წინასწარი ანგარიშით წარდგა ევროპის საბჭოს წინაშე. მისი აზრით, ამერიკის ხელისუფლებას პატიმრები გაჰყავდა რომელიღაც მესამე ქვეყნებში, სადაც შეიძლებოდა მათი წამება. ბევრმა ევროპულმა მთავრობამ, როგორც ჩანს, იცოდა ამის შესახებ, მაგრამ დუმილს არჩევდა. ოღონდ მარტიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის მყარი საბუთები არ მოეპოვება.

XS
SM
MD
LG