Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა


საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის ტერიტორიული

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის ტერიტორიული
კონფლიქტების მოგვარების საწინდარია. მისი თქმით, აფხაზეთის და სამხრეთი ოსეთის კონფლიქტები არასოდეს მოგვარდება, თუ ნატო საქართველოს მიღების პირობად ამ კონფლიქტების განაჭრას დააყენებს. მიხეილ სააკაშვილმა აგრეთვე განაცხადა, რომ შეშფოთებულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვების გამო – რომ თუ კოსოვო სერბიისგან დამოუკიდებლობას მოიპოვებს, მაშინ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს იგივე სტატუსი უნდა მიეცეთ. სააკაშვილმა ეს განცხადებები ბერლინში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის პროგამაშია შეხვედრები გერმანიის პრეზიდენტ ჰორსტ კიოლერთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.
სააკაშვილი გერმანიაში 1 თებერვალს, 5 დღით ჩავიდა. მასთან ერთად არიან საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, გელა ბეჟუაშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი.
პარასკევს, სააკაშვილი მიუნხენში ჩავა და საერთაშორისო უშიშროებაზე კონფერენციას დაესწრება. ქართულ მედიაში გავრცელებული ცნობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი იქ შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრს, დონალდ რამსფელდს, და ნატოს გენერალურ მდივანს, იაპ დე ჰოპ სხეფერს შეხვდება.
XS
SM
MD
LG