Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰერატიდან


ავღანეთის დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰერატიდან ექიმები იუწყებიან,

ავღანეთის დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰერატიდან ექიმები იუწყებიან,
რომ შიიტ და სუნიტ მუსულმანებს შორის დღეს მომხდარ შეტაკებას სულ მცირე 5 ადამიანი შეეწირა. დაშავდა სულ მცირე 27 ადამიანი. შეტაკება შიიტების დრესასწაულის, აშურას აღნიშვნის დროს მოხდა. ავღანეთის ცენტრალურმა მთავრობამ მსგავსი შეტაკებების აღკვეთის მიზნით ჰერატში ასობით ჯარისკაცი მიავლინა. ავღანეთიდან რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გვატყობინებს, რომ შეტაკება დილით ადრე დაიწყო, ხოლო მსხვერპლი ყუმბარების აფეთქებას და ცეცხლის გახსნას მოყვა. ჰერატის პროვინციის მმართველი, საიდ ჰუსეინ ანვარის თქმით კი შეტაკებას პროვოცირება სუნიტებმა გაუკეთეს. მისი თქმით, ისინი ისტორიულ ჯამი მეჩეთში შევიდნენ და შიიტებს შეურაცხყოფა მიაყენეს.
XS
SM
MD
LG