საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაკვირვებულია რუსი კოლეგების პოზიციით,
რომლის თანახმადაც, თითქოს არ არსებობდეს ეუთოს მიერ მოწონებული სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ საპასუხო განცხადებაშია ნათქვამი, ამ გეგმას, ეუთოსთან ერთად, მსოფლიო თანამეგობრობა უჭერს მხარს და თბილისი ამ გეგმიდან გადახვევას არ აპირებს. საქართველოს საგარეო უწყება შეახსენებს რუსეთის მხარეს, რომ ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 2005 წლის 6 დეკემბრის განცხადებაში იგი მიესალმება საქართველოს მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს და სჯერა, რომ ბოლო ხანს გამოთქმული ინიციატივები კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საფუძველს წარმოადგენს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს რუსეთის მხარეს, გაგებით მოეკიდოს საქართველოს პოზიციას, გადადგას შემხვედრი კონსტრუქციული ნაბიჯები და ხელი შეუწყოს ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო გეგმის განხორციელებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.