Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მთავრობის დღევანდელი განცხადების თანახმად


ერაყის მთავრობის დღევანდელი განცხადების თანახმად, ბაღდადში მანქანით გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვა ორშაბათამდე გასტანს.

ერაყის მთავრობის დღევანდელი განცხადების თანახმად, ბაღდადში მანქანით გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვა ორშაბათამდე გასტანს.
თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კომენდანტის საათი დღის პერიოდში მოიხსნა, და ის მხოლოდ ღამით იმოქმედებს.
პარალელურად, ერაყში გრძელდება ძალადობის შემთხვევები. დღეს ბაღდადში ღამით მომხდარი შეტაკებების შედეგად მოკლული 14 პოლიციელის გვამს მიაგნეს. ერაყის სამხრეთში, ქალაქ ქარბალაში, ქუჩაში გამართულ ბაზრობაზე დღეს მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, რასაც რამდენიმე ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. ათობით ადამიანი დაიჭრა. ქარბალა შიიტების ერთ-ერთი წმინდა ქალაქია. ერთ-ერთმა მოწმემ აფეთქება ასე გაიხსენა: [მოწმის ხმა]: ”დილის რვა საათზე, პოლიციელი გაჩერებული მანქანის საბარგულს ხსნიდა, როდესაც ის აფეთქდა”. აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე, შეიარაღებულმა პირებმა ქალაქ ბაქუბაში 12 ფერმერი გლეხი ჩაცხრილეს. კიდევ სხვა ინციდენტისას, ტელეკომპანია ალ-არაბიის კორესპონდენტის გასვენების დროს, ბომბი აფეთქდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაიჭრა. ალ-არაბიის კორესპონტენტი ქალი, ათვარ ბაჰიათი და მისი გადამღები ჯგუფის ორი წევრი ოთხშაბათს, 22 თებერვალს, ქალაქ სამარაში შეტაკებების გადაღებისას მოკლეს.
XS
SM
MD
LG