მას შემდეგ, რაც 22 თებერვალს ქალაქ სამარაში შიიტების ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ააფეთქეს,
ერაყში კონფესიებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ბაღდადის სამხრეთში გახსნილ ცეცხლს დღეს სულ მცირე 15 ადამიანი შეეწირა. ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ ესროლა ხალხს.
ბაღდადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბაქუბაში შეიარაღებულმა პირებმა ფეხბურთის მოთამაშე ახალგაზრდებს გაუხსნეს ცეცხლი. ამას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. ხუთი დაიჭრა. ქალაქის იმ რაიონში, სადაც ეს თავდასხმა მოხდა, სუნიტები და შიიტები თანაბრად სახლობენ. დღესვე ბასრაში მდებარე შიიტურ მეჩეთში განხორციელდა აფეთქება, რასაც სულ მცირე ორი ადამიანის დაშავება მოჰყვა. ბაღდადიდან სამხრეთში, შიიტურ ქალაქ ჰილაში, ავტობუსის გაჩერებაზე აფეთქდა ბომბი, რამაც 5 ადამიანი შეიწირა. რადიკალმა შიიტმა სულიერმა ლიდერმა, მოქთადა ალ-სადრიმ, ყველა ერაყელს გაერთიანებისკენ მოუწოდება და განაცხადა, რომ სუნიტ და შიიტ მუსულმანებს შორის განსხვავება არ არის. 22 თებერვალს ქალაქ სამარაში შიიტების ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავის აფეთქების შემდეგ მომხდარ შეტაკებებს დაახლოებით 200 ადამიანი ემსხვერპლა.