Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში მუშაობას შეუდგა მმართველი კომუნისტური


ჩინეთში მუშაობას შეუდგა მმართველი კომუნისტური პარტიის ყოველწლიური ყრილობა.

ჩინეთში მუშაობას შეუდგა მმართველი კომუნისტური პარტიის ყოველწლიური ყრილობა.
პრემიერ-მინისტრი ვენ ძიაბაო ორსაათიან მოხსენებაში გამოვიდა მოწოდებით, გაუმჯობესდეს სოფლის მოსახლეობის (800 მილიონამდე ადამიანის) ცხოვრების პირობები. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მთავრობა წელს 42 მილიარდ დოლარს გამოჰყოფს "ახალი სოციალისტური სოფლის განსავითარებლად". [ძიაბაოს ხმა] “ყველა ღონეს უნდა მივმართოთ საიმისოდ, რომ ინვესტიციები მიმართული იყოს სოფელში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს არის დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილება”. იქვე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საჭიროებაზე, ჩინეთში მიიღონ ზომები, რომ შეჩერდეს გარემოს განადგურება, რაც თან სდევს ეკონომიკურ ბუმს ამ ქვეყანაში. კომუნისტური პარტიის ყრილობა 10 დღე გრძელდება.
XS
SM
MD
LG