Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მეამბოხეებმა პოლიციის განყოფილებაზე იერიში


ერაყში მეამბოხეებმა პოლიციის განყოფილებაზე იერიში მიიტანეს ჭურვებითა და ცეცხლსასროლი იარაღით.

ერაყში მეამბოხეებმა პოლიციის განყოფილებაზე იერიში მიიტანეს ჭურვებითა და ცეცხლსასროლი იარაღით.
შეტაკებაში 18 პოლიციელი და უშიშროების სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ინციდენტისას, რომელიც ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მუყდადიაში მოხდა, 10 თავდამსხმელი იქნა მოკლული. ორივე მხარეს მრავლად არიან დაჭრილები. პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის დროს 32 პატიმარი გაიქცა. დღესვე ბაღდადის მახლობლად ბალადის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ჩამოვარდა ამერიკის მზღვერავი ვერტმფრენი.

XS
SM
MD
LG