Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაკიმ განახცადა, რომ მისი ქვეყანა ნავთობს არ გამოიყენებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაკიმ განახცადა, რომ მისი ქვეყანა ნავთობს არ გამოიყენებს
ზეწოლის იარაღად ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე კონფლიქტში. დღეს ჟენევაში გამოსვლისას მოტაკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანის ბირთვული გამოკვლევები სამშვიდობო ხასიათისაა. დღესვე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა მოჰამად ელ-ბარადეიმ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მსოფლიოს მუქარას უქმნის. სააგენტოში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ჯორჯ შულცმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ პრობლემის მოგვარება ჯერ კიდევ შეიძლება დიპლომატიური გზით. მაგრამ თუკი ირანი უარს იტყვის თანამშრომლობაზე, მაშინ გაეროს უშიშროების საბჭომ მის წინააღმდეგ სანქციების საკითხი უნდა დააყენოს.
XS
SM
MD
LG