იტალიის არჩევნებში ხელისუფლებისთვის იბრძვის ორი ძალა:
პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია და მემარცხენე-ცენტრისტული ოპოზიცია, რომელსაც სათავეში უდგას ევროკომისიის ყოფილი თავმჯდომარე რომანო პროდი. პროდი, რომელიც ამომრჩეველს გადასახადების საგრძნობლად შემცირებას და ერაყიდან იტალიის ჯარების გაყვანას დაჰპირდა, ოდნავ უსწრებს ბერლუსკონის, რომლის ხუთწლიანი მმართველობის პერიოდში იტალიის ეკონომიკა, ფაქტობრივად, უძრაობის მდგომარეობაში მოექცა. ჟურნალისტებთან საუბარში პროდი ოპტიმისტურად იყო განწყობილი: "შესანიშნავად მეძინა. გარეთ შესანიშნავი მზიანი ამინდია და, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი საუკეთესო შედეგით დასრულდება." თავის მხრივ, კენჭისყრაზე მისულმა ბერლუსკონიმ თქვა, რომ ხმის მიცემის შემდეგ დედამისთან ერთად ისადილებს რესტორანში. კენჭისყრა ორშაბათ საღამომდე გაგრძელდება.