Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება ჩინეთში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ


გრძელდება ჩინეთში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი. დღეს ის მასპინძელი ქვეყნის ლიდერს, ხუ ძინტაოს შეხვდა.

გრძელდება ჩინეთში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი. დღეს ის მასპინძელი ქვეყნის ლიდერს, ხუ ძინტაოს შეხვდა.
საინფორმაციო სააგენტო "სინ ხუას" ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, ხუ ძინტაომ აღნიშნა, რომ "საერთო პრეფერენციების და ხელსაყრელობის პრინციპებზე დაყრდნობით", ორი მხარე იზრუნებს ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე. “ჩვენ წავახალისებთ ჩინელ მეწარმეებს საქართველოში”, - დასძინა ხუ ძინტაომ. იუწყებიან ასევე, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პეკინში ჩინურ-ქართული ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა, უხელმძღვანელოს ქართული ღვინისთვის უცხოეთში ახალი ბაზრების ძიებას. ხოლო ქართული ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებული პრობლემა კონსულტაციების მეშვეობით მოაგვაროს.
XS
SM
MD
LG