Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმში ათასობით მართლმადიდებელი მორწმუნე შეიკრიბა


იერუსალიმში ათასობით მართლმადიდებელი მორწმუნე შეიკრიბა ქრისტიანობის უდიდესი დღესასწაულის აღსანიშნავად.

იერუსალიმში ათასობით მართლმადიდებელი მორწმუნე შეიკრიბა ქრისტიანობის უდიდესი დღესასწაულის აღსანიშნავად.
მათლმადიდებლები ქრისტეს აღდგომას ზეიმობენ მთელს მსოფლიოში. სტამბულში პატრიარქი ბართლომე, მსოფლიოს 200 მილიონზე მეტი მართლმადიდებლის სულიერი ლიდერი, გაუძღვა ღვთისმსახურებას წმინდა გიორგის ტაძარში. მოსკოვში წუხანდელ ლიტანიობას, რომელსაც პატრიარქი ალექსი გაუძღვა, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც დაესწრო და ქებით მოიხსენია მართლმადიდებელი ეკლესიის როლი "ტრადიციული მორალური ფასეულობების აღორძინებაში". განცხადებაში, რომელსაც კრემლი ავრცელებს, პუტინი აღნიშნავს, რომ ეკლესიის დახმარებით შენარჩუნდა სამოქალაქო მშვიდობა რუსეთში კომუნიზმის დამხობის შემდეგ. ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ საქართველოშიც. თბილისში, სამების საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შეასრულა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.
XS
SM
MD
LG