Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს
ელჩი რუსეთში, ირაკლი ჩუბინიშვილი დაიბარეს. ამის მიზეზი რუსეთის მისამართით საქართველოს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის გამონათქვამი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა უწყება ავრცელებს - თუმცა დეტალები არ სახელდება. სავარაუდოდ, სამინისტროს მხედველობაში ჰყავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც რუსეთის ფედერაციაში ღვინის ექსპორტის აკრძალვაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქართველი მეღვინეების უმეტესობა რუსეთში იმ ღვინის შეტანას ცდილობდა, რომელიც ევროპაში არ იყიდება, რადგან ”ფეკალური მასაც რომ გაიტანოთ რუსეთში, იქ ისიც გაიყიდება”.
XS
SM
MD
LG