Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანას, შესაძლოა, ძვირადღირებული სამხედრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანას, შესაძლოა, ძვირადღირებული სამხედრო
რეფორმის გატარება მოუწიოს, თუ ნატოში გაწევრიანდებიან უკრაინა და საქართველო. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა მიხაილ კამინინმა აღნიშნა, ორი ქვეყნის შესაძლო გაწევრიანება ნატოში იქნებოდა "სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური ცვლილება", რომელიც შეეხებოდა რუსეთის ინტერესებს. მისი განცხადების ფონია ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სოფიაში. შეხვედრაზე მსჯელობენ ალიანის გაფართოების პერსპექტივაზეც. როგორც დღეს სოფიაში აღნიშნა ნატოს პრეს-მდივანმა ჯეიმზ აპატურაიმ, ალიანსი მხარს უჭერს მასში გაწევრიანებისაკენ უკრაინის მისწრაფებას: [აპატურაის ხმა] “უკრაინის მთავრობამ ნათლად გამოხატა ნატოსთან დაახლოებისაკენ და მასში გაწევრიანებისაკენ მისწრაფება და ნატო მხარს უჭერს ამ ძალისხმევას. ეს არის ნატოს გაფართოების პოლიტიკის მთავარი პრინციპი: მხარი დავუჭიროთ დემოკრატიებს - ეროვპულ დემოკრატიებს, რომელთაც ნატოსთან დაახლოება სურთ”. ხვალ რუსეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერგეი ლავროვი და ბორის ტარასიუკი, ცალ-ცალკე შეხვდებიან ნატოელ კოლეგებს თანამშრომლობის საკითხებზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG