ბრიუსელში გრძელდება საერთაშორისო ფორუმი
“ტრანსატლანტიკური გამოწვევები გლობალურ ეპოქაში”. ფორუმის მონაწილეთა შორის არის საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. დღეს მიხეილ სააკაშვილი ევროპის კომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროსუს, ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. სენატორმა ჯონ მაკკეინმა, დღეს ფორუმზე წარმოთქმულ სიტყვაში საქართველოზე, და ქართული ღვინის პრობლემებზეც ისაუბრა. მან საქართველოს, უკრაინის და მოლდავეთის მიმართ რუსეთის პოლიტიკა გააკრიტიკა, და განაცხადა, რომ სანკტ-პეტერბურგში ივლისში დანიშნულ დიდი რვიანის შეხვედრაზე გაყინული კონფლიქტების საკითხი უნდა განიხილონ. სენატორის თქმით, ამ კონფლიქტების გადაჭრა იმ მხარდაჭერის გამო არ ხერხდება, რომელსაც უკანონო სეპარატისტებს რუსეთი აძლევს. მაკკეინის განცხადებით, ნატომ საქართველოსთან და უკრაინასთან გაწევრიანების გეგმა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. [მაკკეინის ხმა]: ” ”საქართველომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რეფორმები გაატარა, და სამხრეთ ოსეთს ქმედითუნარიანი სამშვიდობო გეგმა წარუდგინა. საქართველოს და უკრაინის მსგავსი, რეფორმებზე ორიენტირებული დემოკრატიული ქვეყნების ტრანსატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციით, ჩვენ მათ ფასეულობებზე დამყარებულ გაერთიანებაში დაცულ პარტნიორობას შევთავაზებთ, და დასავლეთის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში დემოკრატიულ მშვიდობას განვამტკიცებთ. ნატოს გაფართოებამ ევროპის ჩრდილოეთის და ცენტრის სტაბილურობა უკვე მოიტანა, და ეს აღმოსავლეთის სტაბილიზაციასაც განაპირობებს”. მოგვიანებით გამართულ პრეს-კონფერენციაზე მაკკეინმა ქართული ღვინის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, შეერთებული შტატები ეცდება საქართველოს ღვინის ექსპორტში დაეხმაროს - და მას იმედი აქვს, რომ ამ ღვინოს ამერიკელებიც დააფასებენ.