Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა


გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა გამოთქვა მოწოდება, წერტილი დაესვას

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა გამოთქვა მოწოდება, წერტილი დაესვას
მწვავე განცხადებებს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო და იმედი გამოხატა, რომ უშიშროების საბჭო კრიზისის მოგვარებას შეძლებს. [კოფი ანანის ხმა] "ირანმა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს საშუალება უნდა მისცეს, გაიქარწყლოს ყველა ის ეჭვი, რომელიც ნისლში ხვევს მის ბირთვულ პროგრამას. უნდა გავაორმაგოთ დიპლომატიური ძალისხმევა და დავარწმუნოთ ირანელები, რომ ეს მათსავე ინტერესებს უპასუხებს. გარდა ამისა, აუცილებელია, შემცირდეს პოლემიკის დაძაბულობის ხარისხი და ყველამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი მოქმედებისგან თუ განცხადებებისგან, რომლებიც ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებდა." დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია განიხილავენ შესაძლებლობას, ირანს მსუბუქ წყალზე მომუშავე რეაქტორი შესთავაზონ - თუ ირანი უარს იტყვის გამდიდრებული ურანის წარმოებაზე. თეირანმა განაცხადა, რომ თავისი ბირთვული პროგრამის გაყინვას არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს.
XS
SM
MD
LG