Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მოკლეს ყოფილ დიქტატორ სადამ


ერაყში მოკლეს ყოფილ დიქტატორ სადამ ჰუსეინის ერთ-ერთი ვექილი, ხამიზ ალ-ობეიდი,

ერაყში მოკლეს ყოფილ დიქტატორ სადამ ჰუსეინის ერთ-ერთი ვექილი, ხამიზ ალ-ობეიდი,
რომელიც მანამდე სახლიდან წაიყვანეს პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა შეიარაღებულმა პირებმა. ალ-ობეიდი იყო წევრი ვექილთა გუნდისა, რომელიც სასამართლოში იცავს სადამ ჰუსეინსა და მის ნახევარძმა ბარზან იბრაჰიმს. მათ წაყენებული აქვთ 1982 წელს სოფელ დუჯაილში 140-ზე მეტი ადამიანის მოკვლის ბრალდება. მოკლული ვექილი დღეს ქუჩაში იპოვეს. სადამ ჰუსეინის მთავარმა ვექილმა, ხალილ ალ-დულაიმიმ, რადიო "თავისუფალ ერაყთან" ინტერვიუში აღნიშნა: [ალ-დულაიმის ხმა] “ჩვენი კოლეგის, ხამის ალ-ობეიდის სიკვდილი არ არის ცალკეული შემთხვევა. ის არის ერთ-ერთი იმ მკვლელობებიდან, რომლებიც ერაყში ოკუპაციის შემდეგ ირანიდან ჩამოსულმა ექსტრემისტებმა ჩაიდინეს. ახლა ისინი პარპაშობენ.” ალ-ობეიდი უკვე მესამე ვექილია, რომელიც მოკლეს გასული წლის ოქტომბერში სადამ ჰუსეინისა და მისი 7 თანაბრალდებულის სასამართლო პროცესის დაწყების შემდეგ.
XS
SM
MD
LG