Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მთავრობამ გაავრცელა განცხადება ბაღდადში


ერაყის მთავრობამ გაავრცელა განცხადება ბაღდადში უსაფრთხოების ახალი, საგანგებო ზომების შესახებ.

ერაყის მთავრობამ გაავრცელა განცხადება ბაღდადში უსაფრთხოების ახალი, საგანგებო ზომების შესახებ.
კომენდანტის საათი ძალაშია შესული ადგილობრივი დროით 14 საათზე (იგივეა თბილისის დროც) და, პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, გასტანს ხვალ დილის 6 საათამდე. ეს პერიოდი მუსულმანთა პარასკევის ლოცვის ჟამს ემთხვევა. გასული კვირის პარასკევს თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ შიიტურ მეჩეთში 11 კაცი მოკლა. სამხრეთში მდებარე ქალაქ ბასრაში კი დღეს მოწყობილმა აფეთქებამ შეიწირა, სულ ცოტა, 10 ადამიანის სიცოცხლე. ასევე, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა ბაკუბასთან, სუნიტურ მეჩეთთან მოწყობილი აფეთქების შედეგად. ამასობაში ამერიკელმა სამხედროებმა გაავრცელეს ცნობა, ბაკუბასთან განხორციელებული ოპერაციისას "ალ-ყაიდის" მაღალი რანგის წევრისა და ტერორიზმში ეჭვმიტანილი კიდევ სამი პირის შეპყრობის შესახებ.
XS
SM
MD
LG