გადალახეს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საზღვარი. დაიწყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკი და მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება, რომელმაც, საერთო ჯამში, ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დიდი სამამულო ომის დაწყების თარიღს განსაკუთრებული გულისტკივილით იმ ქვეყნებში აღნიშნავენ, რომლებიც თავის დროზე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ და რომლებმაც ომის მსვლელობისას ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც ყოველი წლის 22 ივნისს რამდენიმე ასეული ვეტერანი ტრადიციულად უცნობი ჯარისკაცის საფლავთან იკრიბება. მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ როგორ აღნიშნეს საქართველოში დიდი სამამულო ომის დაწყების 65 წლისთავი.
ომი გამთენიისას, დილის 4 საათზე, დაიწყო. არტილერიისა და სახმელეთო ჯარების პარალელურად, გერმანიის სამხედრო ავიაცია ბომბავდა და ანადგურებდა საზღვრისპირა ქალაქებს, აეროდრომებს, სამხედრო ბაზებს, კავშირგაბმულობის კვანძებსა და რკინიგზის სადგურებს. სამხედრო მფრინავები მოქმედებდნენ დასავლეთის საზღვრის მთელ სიგრძეზე - ფინეთის ყურიდან შავ ზღვამდე. საბჭოთა კავშირის მოსახლეობამ თავზარდამცემი ინფორმაცია მოგვიანებით რადიოს საშუალებით შეიტყო.
[იური ლევიტანის ხმა] „საბჭოთა მთავრობის განცხადება: საბჭოთა კავშირის მოქალაქენო! დღეს, 22 ივნისს, დილის 4 საათზე, ომის გამოუცხადებლად, გერმანიის შეიარაღებული ძალები თავს დაესხა ჩვენს ქვეყანას!..“
საყოველთაო მობილიზაცია ომის პირველსავე დღებში გამოცხადდა. საერთო ჯამში, საქართველოდან 700 ათასზე მეტი ადამიანი იქნა გაწვეული. გადამდგარ პოლკოვნიკს, 81 წლის ალექსანდრე ვაშაკიძეს ომის დაწყების დღე 65 წლის შემდეგაც ახსოვს:
[ალექსანდრე ვაშაკიძის ხმა] „მახსენდება ჩემი სოფელი დიდი ჯიხაიში. ქალები, ბავშვები ტირილით მირბოდნენ კოლმეურნეობის კანტორაში. კაცები ერთმანეთს ეუბნებოდნენ, გაიგეთ? - ომი დაიწყოო. იქვე ეწერებოდნენ, მიდიოდნენ კომისარიატებში და მიდიოდნენ ფრონტზე.“(სტილი დაცულია)
ფრონტზე წასულთაგან თითქმის ნახევარი დაიღუპა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ ვაჩნაძე ამბობს, რომ საქართველომ დიდ სამამულო ომში, ბელორუსიის შემდეგ, ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო:
[მერაბ ვაჩნაძის ხმა] „თითქმის ყველა ფრონტზე დაიღუპნენ ქართველები, მაგრამ განსაკუთრებით ბევრი ყირიმში დაიღუპა. მოგეხსენებათ, რა მასშტაბი ჰქონდა ქერჩის ტრაგედიას, როდესაც მანშტეინმა შემოუტია. მაინცდამაინც ქართული ნაწილები იდგა იქ და თვით ეს ექსპედიცია იყო ძალიან სუსტად ორგანიზებული და მანშტეინმა ათასობით ქართველი ჯარისკაცი და ოფიცერი პირდაპირ წყალში გადაყარა. საშინელი რამ ხდებოდა... ამიტომ არის, რომ ჯარში გაწვეულებიდან ყველაზე მეტი ადამიანი საქართველომ დაკარგა.“
თუმცა ბევრს გაუმართლა - მათ შორის, ქალბატონ რაისა ოდიკაძესაც, რომელმაც სიკვდილს თვალებში შეპიტოვკის დაბომბვისას ჩახედა. ვეტერანი ქალბატონი ამბობს, რომ ჭურვი, რომელიც მის მახლობლად დაეცა, არ გასკდა:
[რაისა ოდიკაძის ხმა] „და რა აღმოჩნდა: იმის მაგივრად, რაც უნდა აფეთქებულიყო, იდო თამბაქო და წერილი. ეწერა: „ჩემ მოჟემ, ტემ პომოჟემ“. ესე იგი, ტყვედ ჩავარდნილმა ჩვენიანებმა, რომლებსაც სამხედრო ქარხნებში ამუშავებდნენ, დეტონატორის მაგივრად თუთუნი ჩატენეს და ასე გადაგვარჩინეს.“
ქალბატონი რაისა და მისი მეგობრები, მართალია, ომს გადაურჩნენ, მაგრამ წლიდან წლამდე დიდი სამამულო ომის ვეტერანთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდება. ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ნუკრი ცაგარეიშვილის თქმით, 2006 წლის მონაცემებით, საქართველოში 12 ათასი ვეტერანი ცხოვრობს:
[ნუკრი ცაგარეიშვილის ხმა] „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ ხალხმა გაიმარჯვა. ახლაც გამარჯვებულები არიან და ამაყობენ, რომ ფაშიზმს აჯობეს და ფაშიზმი დაამარცხეს.“
ნუკრი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ვეტერანები არ ივიწყებენ გარდაცვლილ თანამებრძოლებს, რომელთა სულის საოხად 22 ივნისს, ომის დაწყების წლისთავზე, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგიმ პანაშვიდი გადაიხადა:
[მამა გიორგის ხმა] „მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევალთა ღვთისათა სამამულო ომში დაღუპულთა, რათა შეენდოთ მათ ყოველი შეცოდებანი მათი, ნებსითნი და უნებლიეთნი. უფალო, შეგვიწყალე! უფალო, შეგვიწყალე! უფალო, შეგვიწყალე! “
მოგვიანებით მამა გიორგიმ ცოცხლად დარჩენილ ვეტერანთა საჯანმრთელო პარაკლისიც გადაიხადა. ყველაზე მასშტაბურ ომს გადარჩენილი ადამიანები, რომელთა პენსია 70-80 ლარია, ხოლო საშუალო ასაკი - 80-85 წელი, ყველაზე მეტად სწორედ რომ ჯანის სისუსტეს უჩივიან.