Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში წუხელ განხორციელებული


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში წუხელ განხორციელებული სროლის ფაქტს კონფლიქტის ზონაში შერეული

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში წუხელ განხორციელებული სროლის ფაქტს კონფლიქტის ზონაში შერეული
სამშვიდობო ძალების სარდლის მოადგილე ვლადიმერ ივანოვი ადასტურებს.
მისი განცხადებით, სროლა წუხელ, თბილისის დროით 1:45 – 2:05 საათებს შორის შუალედში, ცხინვალის სამხრეთ რაიონში დაფიქსირდა. სროლა 3-5 წუთის ინტერვალით, ავტომატური იარაღიდან წარმოებდა. ივანოვის თქმით, ადგილზე ჩავიდა შერეული სამშვიდობო ძალების სამხედრო დამკვირვებელთა და ეუთო-ს მისიის მონიტორინგის ჯგუფი.
"სამხრეთ ოსეთის შსს-ს და ქართული პოლიციის პოსტების წარმომადგენელთა გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ სროლა მხარეებმა მდინარე ლიახვის სანაპიროსთან სასიგნალო ნაღმის ამოქმედების შემდეგ დაიწყეს", - განაცხადა ივანოვმა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG