Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მშვიდობის ხე" - 11 სექტემბრის ტერაქტების მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილი აქცია


დღეს თბილისში, აშშ-ის საელჩოს ეზოში, 11 სექტემბრის ტერაქტების მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა.

ამერიკელი საზღვაო ქვეითების მიერ შეერთებული შტატების სახელმწიფო დროშის დაშვების შემდეგ, ცერემონიის მონაწილეებმა, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნას.

თბილისში გამართულ ცერემონიაში მონაწილეობდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯეიმს მაკდუგალიც.
საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჯონ ტეფტის განცხადებით, 5 წლის წინანდელმა მოვლენებმა მსოფლიო რადიკალურად შეცვალა.

[ჯონ ტეფტის ხმა] "ძნელი დასაჯერებელია, რომ უკვე ხუთი წელი გავიდა იმ დღიდან, რომელსაც ჩვენ ვერასოდეს დავივიწყებთ - ამ დღემ მსოფლიო რადიკალურად შეცვალა. ეს არ იყო ტერორისტების პირველი თავდასხმა, მაგრამ თავისი მასშტაბით ნამვდილად გამორჩეული და შემზარავი იყო."

იმავე საღამოს თბილისში, მეტეხის ეკლესიის ეზოში, გაიმართა 11 სექტემბრის ტერაქტების მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილი აქცია სახელწოდებით "მშვიდობის ხე". დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, "ამერიკის მეგობართა კლუბის" მიერ ორგანიზებულ აქციაში, მუსიკოსებთან და მსახიობებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG