ირანმა დღეს გააკრიტიკა აშშ იმის გამო, რომ პრეზიდენტ აჰმადინეჟადის თანმხლებთათვის ვიზის გაცემას აყოვნებს.
ამ კვირაში ირანის დელეგაცია გაეროს გენერალურ ასამბლეას უნდა დაესწროს. მთავრობის წარმომადგენელმა ღოლან ჰოსეინიმ თქვა, რომ დელეგაციის წევრებს და თანმხლებ ჟურნალისტებს ვიზასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. მისი თქმით, აშშ-ს სურს ზეწოლა გაეროსა და უშიშროების საბჭოზე, მისივე თანახმად, გამოსავალი გაერომ უნდა მოძებნოს .