Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს მორიგე თავმჯდომარე, ბელგიის საგარეო


ეუთოს მორიგე თავმჯდომარე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარელ დე ჰუხტი,

ეუთოს მორიგე თავმჯდომარე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარელ დე ჰუხტი,
სინანულს გამოთქვამს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოსაგვარებლად შექმნილი ოთხმხრივი
შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის უშედეგოდ დასრულების გამო. საუბარია 12 და 13 ოქტომბერს ვლადიკავკაზში გამართულ სხდომაზე. ”უკვე მესამედ ხდება, რომ კომისია შედეგს ვერ აღწევს. მაშინ, როდესაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარება დაძაბული რჩება, ძალიან სამწუხაროა, რომ მხარეები ვერც ერთ ისეთ ზომაზე შეთანხმდნენ, რომელსაც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის დაძვრა შეუძლია” - აცხადებს დე ჰუხტი. იგი ყველა მხარეს მოუწოდებს, გააგრძელონ დიალოგი, გამოიჩინონ თავშეკავება, და აქტიურად ეძებონ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საჭირო კომპრომისი. ამავე დროს, ეუთოს მორიგე თავმჯომარე ამბობს, რომ მხარეებთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, რეგიონში სპეციალურ წარმომადგენელს - სენატორ პიერ შევალიეს - გზავნის.
XS
SM
MD
LG