Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰელსინკიში გაიმართა ევროკავშირისა და უკრაინის


ჰელსინკიში გაიმართა ევროკავშირისა და უკრაინის სამიტი.

ჰელსინკიში გაიმართა ევროკავშირისა და უკრაინის სამიტი.
როგორც ევროპის კომისიის თავმჯდომარემ, ხოსე მანუელ ბაროზუმ თქვა, არც უკრაინა და არც ევროკავშირი არ არიან მზად ქვეყნის ევროკავშირში მისაღებად. მისი სიტყვებით, უკრაინას ჯერ გასატარებელი აქვს მთელი რიგი რეფორმები. სამიტის წინ შედგა უკრაინისა და ფინეთის პრეზიდენტების, ვიქტორ იუშჩენკოსა და ტარი ჰალონენის შეხვდრა. იუშჩენკომ იმედი გამოთქვა, რომ მისი ქვეყანა შორეულ მომავალში ევროპის კავშირის წევრი გახდება. "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რათა უკრაინა მომავალ წელს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდეს. ჩვენი გეგმის მეორე ნაწილია ევროკავშირთან ფართო მასშტაბის მოლაპარაკებების გამართვა, რათა 2008 წელს მივაღწიოთ შეთანხმებას პროცესზე, რომლის საბოლოო მიზანი ევროპის კავშირში უკრაინის ინტეგრაცია იქნება," თქვა ვიქტორ იუშჩენკომ. პასუხად ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას გრძელი გზის გავლა მოუწევს.
XS
SM
MD
LG