Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს ვენაში, ეუთოს შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა,

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს ვენაში, ეუთოს შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა,
რომ საქართველოს არ ეშინია რუსეთის მხრიდან ეკონომიკური და სხვა სახის ზეწოლის. ნოღაიდელის თქმით, რუსეთის მიერ გატარებული ეკონომიკური ზომები საქართველოს საერთო შიდა პროდუქტის ერთნახევარი პროცენტი და საექსპორტო ბაზრების 17 პროცენტი უჯდება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნოღაიდელის თქმით, მიმდინარე წელს მოსალოდნელია, რომ ეკონომიკის ზრდა ათ პროცენტამდე იქნება, ხოლო ინფლაციის შენარჩუნება ერთნიშნა მაჩვენებელზე მოხერხდება. ნოღაიდელის თქმით, საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა მისი ფართო ექსპანსიონისტური სტრატეგიის ნაწილია. "სიმართლე ისაა, რომ რუსეთის მიერ უკანასკნელ ხანებში მიღებული ზომები ნაწილია რეგიონში მეზობლებზე ზეწოლის ფართო სტრატეგიისა. პირველ რიგში ესაა მოლდავეთი და უკრაინა, რომელთა პროდუქციის შეღწევა რუსეთის ბაზრებზე ასევე სისტემატურად იზღუდება." ამასთან, ნოღაიდელმა მოუწოდა რუსეთს, გაიტანოს იარაღი სამხრეთი ოსეთიდან. ეუთოში რუსეთის დელეგაციას საქართველოს ბრალდებებისთვის არ უპასუხია ღია სხდომაზე.
XS
SM
MD
LG