Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარასკევს საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები


პარასკევს საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

პარასკევს საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ეკონომიკის განვითარების მინისტრად დაინიშნება. მის პოსტს კი ფინანსური პოლიციის უფროსი დავით კეზერაშვული დაიკავებს. საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს მნიშვნელოვანს უწოდებენ. როგორც ჟურნალისტებს მრეწველთა ფრაქციის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, მას საბოლოოდ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობაში ომის თუ მშვიდობის პარტიამ გაიმარჯვა. მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს დადებითად აფასებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე და აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრობას თავს კარგად გაართმევს და ამ უწყებაში ოქრუაშვილის მინისტრობის პერიოდში დაწყებული ყველა რეფორმა გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG