Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ავღანეთის


იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ავღანეთის საკითხის

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ავღანეთის საკითხის
ირგვლივ საერთაშორისო კონფერენციის გამართვის წინადადებით გამოვიდა. მასიმო დ’ალემას თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით ავღანეთში გართულებული მდგომარეობა მეტ ყურადღებას საჭიროებს. დ’ალემამ ამის შესახებ ქაბულში განაცხადა - ავღანეთის პრეზიდენტთან, ჰამიდ კარზაისთან, და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რანგეენ დადფართან შეხვედრის შემდეგ. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ კონფერენციაზე ავღანეთის მეზობელი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების ერთად თავმოყრა ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.
XS
SM
MD
LG