Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიპლომატები აცხადებენ, რომ მსოფლიოს წამყვანმა


დიპლომატები აცხადებენ, რომ მსოფლიოს წამყვანმა

დიპლომატები აცხადებენ, რომ მსოფლიოს წამყვანმა
ქვეყნებმა კვლავ ვერ შესძლეს შეთანხმება ირანის საკითხზე გაეროს რეზოლუციის შემუშავების ირგვლივ. რეზოლუციით ირანს ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე უარის თქმის გამო სადამსჯელო სანქციები უნდა დაუწესდეს. გაეროში შეერთებული შტატების ელჩი, ჯონ ბოლტონი, ამბობს, რომ ოთხშაბათს გამართულ შეხვედრას პროგრესი არ მოუტანია. შეერთებული შტატების გარდა, შეხვედრაში რუსეთის, ჩინეთის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეერთებულ შტატებს და მის ევროპელ მოკავშირეებს ირანისთვის სანქციების დაწესება სურთ, რომელთა სამიზნეც ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამები იქნება. რუსეთი და ჩინეთი ჯერჯერობით ამას არ თანხმდებიან.
XS
SM
MD
LG