Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში სასამართლომ წინასწარმეტყველ მუჰამედის


აზერბაიჯანში სასამართლომ წინასწარმეტყველ მუჰამედის

აზერბაიჯანში სასამართლომ წინასწარმეტყველ მუჰამედის
შეურაცხყოფის გამო ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ორ ჟურნალისტს. გაზეთ ”სანათის” ჟურნალისტმა და რედაქტორმა გამოაქვეყნეს სტატია, სადაც ეწერა, რომ ისლამი აღმოსავლეთის ქვეყნების განვითარებას ამუხრუჭებს, ხოლო წინასწარმეტყველმა მუჰამედმა აღმოსავლეთს მხოლოდ პრობლემები მოუტანა. განაჩენის გამოტანამდე, ბრალდებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ იზოლატორში მოათავსეს, იმის შიშით, რომ ჩვეულებრივ ციხეში მათ სხვა პატიმრები გაუსწორდებოდნენ.
XS
SM
MD
LG