ჩინეთმა და პაკისტანმა ისლამაბადში 18 შეთანხმება გააფორმეს.
პაკისტანში ჩასული ჩინეთის პრეზიდენტი, ჰუ ძინტაო, ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავების მოწოდებით გამოვიდა. შეთანხმებები თავისუფალი ვაჭრობის პაქტსაც მოიცავს, რომლითაც მომავალი 5 წლის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობის გაზრდა 15 მილიარდ დოლარამდე იგეგმება. ჰუ ძინტაო პაკისტანს ბირთვული ენერგეტიკის სფეროშიც დაპირდა თანამშრომლობას. შეხვედრამდე არსებობდა ვარაუდი, რომ ჩინეთი პაკისტანს ახალი ბირთვული სადგურების მშენებლობაში კონკრეტულ დახმარებას შესთავაზებდა - თუმცა ამის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა.