სტამბოლში ათასობით დემონსტრანტმა გამოთქვა პროტესტი თურქეთში რომის პაპის მოახლოებულ ვიზიტთან დაკავშირებით.
საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი" 20 000-მდე დემონსტრანტის შესახებ იუწყება, ხოლო პოლიციელების რიცხვმა 4 000-ს მიაღწია. პროტესტის ორგანიზატორია პროისლამური პოლიტიკური პარტია, რომლის ლიდერების განმარტებითაც, ისინი შეურაცხყოფილი არიან რომის პაპის, ბენედიქტე მე-16-ის გამონათქვამით ძალადობისა და ისლამის ურთიერთკავშირის შესახებ.