დღეს მინსკში გაიმართა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
მასზე განიხილება მიგრაციის პრობლემები, აგრეთვე თანამეგობრობის ხვალისთვის დანიშნული სამიტის დღის წესრიგი. როგორც მოსალოდნელია, ამ სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება რუსეთის გაზის ფასები. უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომა განაცხადა, რომ არ გაემგზავრება მინსკში. მიხეილ სააკაშვილი დაესწრება სამიტს. როგორც ვარაუდობენ, იგი არ გააკეთებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გასვლის თაობაზე განცხადებას.