Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერ მინისტრი, ნური ალ-მალიქი


ერაყის პრემიერ მინისტრი, ნური ალ-მალიქი, აცხადებს,

ერაყის პრემიერ მინისტრი, ნური ალ-მალიქი, აცხადებს,
რომ ერაყის მთავრობა მომავალი წლის ივნისში უკვე მზად იქნება იმისათვის, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვა საკუთარი ძალებით უზრუნველყოს. ალ-მალიქიმ ეს შეერთებული შტატების ტელეკომპანია ABC-ს განუცხადა. ტელეკომპანიამ ეს განცხადება მთლიანი ინტერვიუს ეთერში გაშვებამდე გაავრცელა. ალ-მალიქი იორდანიის დედაქალაქიდან დღეს ბაღდადში დაბრუნდა. ამანში ის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს შეხვდა - ბუშმა ალ მალიქის, ”ძლიერი ლიდერი” უწოდა და განაცხადა, რომ ერთ-ერთი ასპექტი, რომელიც მან და ალ მალიქიმ მოლაპარაკებისას განიხილეს, ერაყის უსაფრთხოების ძალების წვრთნის საკითხი იყო. ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის წინა კვირა ერაყისთვის ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იყო.
XS
SM
MD
LG