გაერთიანდეს ამ შემზარავი დაავადების წინააღმდეგ. თუკი გასული საუკუნის 80-იან წლებში შიდსი ყველაზე მეტად სამხრეთ აფრიკას უტევდა, რომელიც ითვლება კიდეც ამ დაავადების სამშობლოდ, დღეისათვის ეს დაავადება მსოფლიოს ყველა ქვეყნის ”თავსატეხად” იქცა. თუკი სტატისტიკას გადავხედავთ, ადვილად მივხვდებით, რომ შეშფოთების საფუძველი მართლაც არსებობს: მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა დაახლოებით 40 მილიონს მიაღწია, ხოლო დაავადებულთა არმიას ყოველ 15 წამში ერთი ადამიანი ემატება. ჯერ მარტო გასულ წელს მომაკვდინებელმა ვირუსმა მსოფლიოში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება საქართველოშიც. 1989 წლის შემდეგ, რაც საქართველოში პირველი შემთხვევა გამოვლინდა, სენმა უკვე 233 ადამიანი იმსხვერპლა. რა მდომარეობაა ჩვენს ქვეყანაში, როგორი თვალით უყურებს საზოგადოება ინფიცირებულებს და რატომ არის ყველაფერი დამოკიდებული თავად ადამიანზე?
ზრდის ტენდენცია აშკარაა: თუკი 2004 წელს საქართველოში შიდსის ვირუსით ინფიცირების 163, ხოლო 2005 წელს - 209 ახალი შემთხვევა აღირიცხა, 2006 წელს (რომლის დასრულებამდე კიდევ 1 თვე რჩება) უკვე 253 შემთხვევას ითვლიან. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში ამჟამად აღრიცხვაზე იმყოფება 1133 დაავადებული. აქედან 869 მამაკაცია, 243 - ქალი, ხოლო 21 - ბავშვი. საერთაშორისო ორგანიზაციები, ამ სტატისტიკის მიღმა, კიდევ 2800 გამოუმჟღავნებელი შემთხვევის არსებობას ვარაუდობენ. მიუხედავად იმისა, რომ პატარა საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მაინც ინარჩუნებს, ამ შემთხვევაში, სასურველ ბოლო ადგილს.
რა გზებით ვრცელდება შიდსი საქართველოში? ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმის მაია ცინცაძის თქმით, აღრიცხვაზე აყვანილი 1133 ადამიანიდან უმეტესობა ინტრავენური ნარკომანია:
(მაია ცინცაძის ხმა) ”ძირითადად, ვირუსი გადაეცემა ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარების შედეგად და შეადგინა 62 პროცენტი; 31 პროცენტი გახლავთ ინფიცირებული ჰეტეროსექსუალური კონტაქტების შედეგად; 3 პროცენტია ჰომო- და ბისექსუალური კონტაქტით დაინფიცირებული პირები; 1,5 პროცენტი დაინფიცირდა ვერტიკალური გზით ( დედიდან შვილზე გადაცემის გზა გახლავთ - ვერტიკალური); 0,9 პროცენტი - ეს არის სისხლის რეციპიენტი; 1,2 პროცენტის შემთხვევაში ვირუსის გადაცემის გზა უცნობია.” (სტილი დაცულია)
ვირუსის გადაცემის ”უცნობი გზა”, რომელიც მაია ცინცაძემ ახსენა, სავარაუდოდ, სტომატოლოგიურ კლინიკებს, საავადმყოფოებსა და სილამაზის სალონებს უკავშირდება. არასტერილური ხელსაწყოების გამოყენება კვლავაც დიდ პრობლემად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ”აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ” 1995 წელს მიღებული კანონი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრება ყველას, ვინც სხვების ინფიცირებას გამოიწვევს. იგივე კანონი მკაცრად კრძალავს ადამიანის უფლებების შელახვას და კანონიერი ინტერესების შეზღუდვას მხოლოდ მისი დაავადების გამო. თუმცა საზოგადოებაში კვლავაც ძლიერია საწინააღმდეგო მოსაზრება:
(ქალის ხმა) ”საზოგადოებისთვის საშიშია. იზოლირებული უნდა იყოს, რა თქმა უნდა.” (სტილი დაცულია)
დაავადებულთა იზოლაციის მომხრე ქალბატონს არ ეთანხმებიან შედარებით ახალგაზრდა რესპონდენტები:
(ქალისა და ვაჟის ხმები) ”აუცილებლად უნდა იყოს კონტაქტი ამ ადამიანებთან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის არის ადამიანი.../ ალბათ, ინფორმაციის ნაკლებობა არის მთავარი. მან არ იცის, ინფორმაცია არ აქვს და აქვს შიში მისი... იზოლირებული არ უნდა იყოს, თავისთავად.” (სტილი დაცულია)
სწორედ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ბევრმა დღემდე არ იცის, რომ საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტის დროს (თუნდაც მისი ჭურჭელი მოიხმარო ანდა საერთო აბაზანით ისარგებლო) შიდსის ვირუსით ინფიცირებული ადამიანი არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს:
(ლალი შარვაძის ხმა) ”ეს არ არის ის დაავადება, როცა ვირუსი ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით და, ელემენტარულად, თავიდან ვერ აიცილებ.” (სტილი დაცულია)
ეს ლალი შარვაძე გახლავთ - ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დისპანსერული განყოფილების ხელმძღვანელი. ის დარწმუნებულია, რომ ვინც ფრთხილად იქნება და სარისკო ქცევებს მოერიდება, შიდსის ვირუსით ინფიცირების საფთხე არასოდეს დაემუქრება. ექიმები გვაფრთხილებენ, რომ საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს ინტრავენური ნარკოტიკული ნივთიერების თუნდაც მხოლოდ ერთხელ გასინჯვა, ანდა თუნდაც მხოლოდ ერთი შემთხვევითი, დაუცველი სქესობრივი კავშირი. თუმცა მათ, ვისთვისაც ასეთი შეგონება, სამწუხაროდ, უკვე გვიანია, ლალი შარვაძე სხვა გამოსავალს სთავაზობს:
(ლალი შარვაძის ხმა) ”საქართველოში შესაძლებელია უკვე ყველა ავადმყოფს, რომელსაც ამ დაავადების გამო ესაჭიროება მკურნალობა, ჩაუტარდეს. მკურნალობას ჰქვია მაღალაქტიური, კომბინირებული, ანტირეტროვირუსული მკურნალობა. ძალიან წარმატებულია. ავადმყოფები ცოცხლობენ ძალიან დიდხანს. სიცოცხლის ხარისხი არის ისეთივე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანების.” (სტილი დაცულია)
დაავადებულთა საფუძვლიანი მკურნალობა საქართველოში, შიდსთან ბრძოლის გლობალური ფონდის დაფინანსებით, 2004 წლიდან გახდა შესაძლებელი. პაციენტთა მკურნალობისა და, საერთოდ, შიდსთან ბრძოლის საქმეში სახელმწიფოს დაფინანსება სასურველისგან ძალიან შორს არის.