Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მაღალი რანგის სამოქალაქო და


აშშ-ის მაღალი რანგის სამოქალაქო და სამხედრო ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ერაყელებს, არ შეუერთდნენ უაზრო ტალღას ძალადობისა,

აშშ-ის მაღალი რანგის სამოქალაქო და სამხედრო ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ერაყელებს, არ შეუერთდნენ უაზრო ტალღას ძალადობისა,
რომელიც ახლა ერაყს ანადგურებს. აშშ-ის ელჩმა ზალმაი ხალილზადმა და გენერალმა ჯორჯ კეისიმ გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც დაგმობილია მანქანებში ბომბების ჩადების, დასჯის და საპასუხო ძალადობის მოცულობის ზრდა, რასაც გასულ დღეებში ასობით ადამიანი შეეწირა.
ეს განცხადება გამოქვეყნდა, როცა ერაყის მაღალი რანგის შიიტი პოლიტიკოსი აბდულ-აზიზ ალ-ჰაკიმი აშშ-ის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს ხვდება ვაშინგტონში ძალადობის შეჩერების გზების მოძებნის მიზნით. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა თქვა, რომ მისი აზრით, ერაყში ახლანდელი ვითარება უარესია, ვიდრე ლიბანში წლების წინ, რომელიც სამოქალაქო ომად იყო შეფასებული.
XS
SM
MD
LG