Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეირუთში გაიმართა კვირას მასობრივი ანტისამთავრობო


ბეირუთში გაიმართა კვირას მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების დროს მოკლული

ბეირუთში გაიმართა კვირას მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების დროს მოკლული
მანიფესტანტის დაკრძალვის ცერემონია. ბეირუთში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება ჰეზბოლაჰის მომხრეთა დემონსტრაციები. ისინი ითხოვენ ფაუდ სინიორას მთავრობის კაბინეტის გადადგომას. თავად სინიორამ თავის მომხრეებთან შეხვედრაზე განაცხადა: "ეს შეტაკებები, რომლებიც აქა-იქ იჩენს თავს, დიდ შეშფოთებას იწვევს. ბეირუთში კვირას ერთი ადამიანი იქნა მოკლული და მრავალი დაიჭრა. ამჟამინდელი კრიზისის მოგვარება მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა სრულიად განსხვავებული დაჯგუფებებისა და მათი მოკავშირეების კონფლიქტის ასპარეზად იქცევა."
XS
SM
MD
LG