Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთსა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განცხადებებს "ნაჩქარევი და წინდაუხედავი გადაწყვეტილების"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განცხადებებს "ნაჩქარევი და წინდაუხედავი გადაწყვეტილების"
შედეგად მიიჩნევს. საგარეო უწყების ოფიციალური განცხადებით, სათათბიროში მიღებულ დოკუმენტში არ ჩანს სურვილი, გაითვალისწინონ მეზობლის ინტერესები, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაშია იქვე დეკლარირებულ პრინციპთან, რომ კონფლიქტის დარეგულირება უნდა მოხდეს "ყველა დაინტერესებული მხარის გათვალისწინებით". საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, არ აყვეს სახელმწიფო სათათბიროს ემოციურ, გაუწონასწორებულ განცხადებებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ორ ქვეყანას შორის ისედაც გართულებული ვითარების შემდგომი ესკალაცია, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ჯეროვანი შეფასება მიეცეს რუსეთის დუმის განცხადებებს.
XS
SM
MD
LG