Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტში გაიხსნა ზურაბ ჟვანიას


საქართველოს პარლამენტში გაიხსნა ზურაბ ჟვანიას ბიუსტი.

საქართველოს პარლამენტში გაიხსნა ზურაბ ჟვანიას ბიუსტი.
ცერემონიას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო: [მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ჩვენ ვხსნით დღეს ადამიანის ბიუსტს და აღვნიშნავთ ამ ადამიანის დაბადების დღეს, რომელმაც რეალურად შექმნა ქართული სახელმწიფოებრივი საპარლამენტო ტრადიცია. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მართლაც გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე საქართველოსთვის". როგორც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დასიძნა, მომავალ წელს ზურაბ ჟვანიას სახელობის ახალი სტიპენდიები დაწესდება. პარლამენტში ბიუსტის გახსნამდე კი ზურაბ ჟვანიას საცხოვრებელ სახლთან მემორიალური დაფა გაიხსნა. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, რომელსაც დღეს 43 წელი შეუსრულდებოდა, 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG