Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში დამთავრდა ევროპის კავშირის ორდღიანი


ბრიუსელში დამთავრდა ევროპის კავშირის ორდღიანი სამიტი.

ბრიუსელში დამთავრდა ევროპის კავშირის ორდღიანი სამიტი.
დღეს შეხვედრაზე მთავარი თემა ევროკავშირის შემდგომი გაფართოება იყო. პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ განაცხადა, რომ ევროკავშირის კარი ღია რჩება. ჟოზე მანუელ ბაროზუს ხმა "გაფართოება ჩვენი უმნიშვნელოვანესი იარაღია კონტინენტზე მშვიდობისა და კეთილდღეობის დასამყარებლად. ეს სამიტი აცხადებს, რომ სწორედ ამ მიზნის მისაღწევად გვსურს, საკუთარი სახლი წესრიგში მოვიყვანოთ. გერმანიის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ვიმუშავებთ საკონსტიტუციო ხელშეკრულებაზე, და ჩვენი სახლი მომავალშიც ღია იქნება. ჩვენ ახალი სტიმული შევძინეთ გაწევრიანების მსურველებს დასავლეთ ბალკანეთში და, რა თქმა უნდა კარს ღიას ვტოვებთ თურქეთისთვისაც."
XS
SM
MD
LG