Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრმა მარატ


როგორც ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრმა მარატ კაიპოვმა უთხრა ჩვენს რადიოს, პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა მიიღო მთავრობის გადადგომა.

როგორც ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრმა მარატ კაიპოვმა უთხრა ჩვენს რადიოს, პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა მიიღო მთავრობის გადადგომა.
"დღეს 17 საათსა და 30 წუთზე ჩვენ - მთავრობის ყველა წევრი - მიგვიღო პრეზიდენტმა, ყურმანბეკ სალიევიჩ ბაკიევმა და ჩვენი გადადგომის შესახებ განვუცხადეთ მას. მან თანხმობა განაცხადა," განაცხადა კაიპოვმა. როგორც ყირგიზეთის საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, ბაკიევმა პრემიერ-მინისტრ ფელიქს ყულოვის მთავრობას განკარგულება გასცა, განაგრძოს მუშაობა, სანამ ახალი მთავრობა შეიქმნება. ბაკიევის თქმით, კაბინეტი გადადგა ნოემბერში მოწონებული ახალი კონსტიტუციის ნორმების შესაბამისად. ახლა მთავრობა უნდა შექმნას პარტიამ, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა. ყირგიზეთის პარლამენტი გასული წლის ზაფხულში აირჩიეს, მაგრამ არა პარტიული სიებით. ოპოზიცია ახალი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG