რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის გამომძიებელი ბრიტანელი პოლიციელები
ლონდონში დაბრუნდნენ მოსკოვში ჩატარებული სამუშაოს შემდეგ. ბრიტანეთის პოლიციის პრეს-მდივნის განცხადებით, გამომძიებლებს "დამაკმაყოფილებელი" თანამშრომლობა გაუწიეს რუსმა ოფიციალურმა პირებმა. ცნობილია, რომ ბრიტანელ გამომძიებლებს არ მისცეს საშუალება, თავადვე დაეკითხათ მოწმეები - ისინი დაკითხვებს ესწრებოდნენ. ლიტვინენკო 23 ნოემბერს გარდაიცვალა ლონდონში, რადიოაქტიურ ნივთიერებით პოლონიუმ 210-ით მოწამვლის შედეგად.