Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ქალაქ ჩერკესკის ცენტრში ჩატარდა


რუსეთის ქალაქ ჩერკესკის ცენტრში ჩატარდა სპეცოპერაცია იმ ბოროტმოქმედთა გაუვნებელსაყოფად,

რუსეთის ქალაქ ჩერკესკის ცენტრში ჩატარდა სპეცოპერაცია იმ ბოროტმოქმედთა გაუვნებელსაყოფად,
რომლებიც გამაგრებული იყვნენ ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ბინაში. ეს ბინა სამართალდამცველებმა შტურმით აიღეს. ზოგიერთი ცნობის თანახმად, ორი ბოროტმოქმედი მოკლეს. სპეცოპერაცია დღეს, დილაადრიან დაიწყო. სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა ალყაში მოაქციეს ჩერკესკის ერთ-ერთი ცენტრალური რაიონი. დაიწყო ორმხრივი სროლა. სახლის ყველა მცხოვრები ევაკუირებულ იქნა. რაიონულ სკოლაში შეწყდა სწავლა, დაიხურა საბავშვო ბაღი. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, ბოროტმოქმედთა ჯგუფის წევრები ეჭვმიტანილი არიან ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე მილიციონერთა არაერთი მკვლელობის მოწყობაში.
XS
SM
MD
LG