ასიათასობით ინდუისტი მონაწილეობს მდინარე განგში განბანვის რიტუალში,
რომელიც მათ, ინდუიზმის მიმდევართა რწმენით, ცოდვებისაგან განწმენდს. საქმე ეხება მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს რელიგიურ დღესასწაულს, რომელიც 6 კვირა გრძელდება. მასზე 50 მილიონამდე ადამიანს მოელიან. პოლიციის ოფიციალურ წარმომადგენელ რაჯივ საბჰარვალის განცხადებით, ალაჰაბადში დაწყებული დღესასწაულის მონაწილეების უსაფრთხეობის უზრუნველსაყოფად ათასობით პოლიციელია მობილიზებული. [რაჯივ საბჰარვალის ხმა] “მთელი ეს არეალი სხვადასხვა ზონად დავყავით და თითოეულ ზონას მივუჩინეთ საბოტაჟის საწინააღმდეგო ზომებსა და ბომბის უვნებელყოფაზე სპეციალიზებული ჯგუფები. ინდოეთის სხვადასხვა შტატიდან მოხალისეები შევკრიბეთ. მათი მთავარი ამოცანაა საკუთარი რეგიონიდან ჩამოსულ ხალხზე დაკვირვება და ზომების მიღება, ან ჩვენთვის დახმარების გაწევა იმ საეჭვო ელემენტების წინააღმდეგ, რომლებმაც შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შექმნან”.