საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრ გიორგი გაბაშვილის განცხადებით,
ყველა შემოქმედებით კავშირს სამართლებრივი სტატუსი შეეცვლება. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, შემოქმედებით კავშირებს კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭებათ. ამ საკითხზე მთავრობა პარლამენტთან ერთად მუშაობს. “საჯარო სამართლის იურიდიული პირი მთავრობას ექვემდებარება. მიგვაჩნია, რომ შემოქმედებითი კავშირი სახელისუფლო უწყებას არ უნდა ექვემდებარებოდეს”, - აღნიშნა გიორგი გაბაშვილმა. მისივე თქმით, თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე მწერალთა კავშირის შენობა ახლო მომავალში არა ერთი, კონკრეტული კავშირის ოფისი, არამედ მთელი ქართული მწერლობის სახლი იქნება.