ერაყში დღეს რამდენიმე თავდასხმა მოხდა. ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა
თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მართული დანაღმული სატვირთო მანქანის აფეთქებას ბაღდადის სამხრეთ უბანში, პოლიციის სადგურთან. დაიღუპა დაახლოებით
20 ადამიანი, დაშავდა დაახლოებით 30. მსხვერპლის უმრავლესობას სუნიტები წარმოადგენენ. მათგან სულ მცირე 14 პოლიციელი იყო. კიდევ ერთი თავდასხმა ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თალ-აფარში მოხდა, რასაც მინიმუმ 10 ადამიანი შეეწირა. გარდაცვლილთაგან ორი პოლიციელია. თავდასხმა მოხდა სირიის საზღვართანაც - სამიზნეს აქაც პოლიციის განყოფილება წარმოადგენდა. დაღუპულია 10 ადამიანი, მათგან 7 პოლიციელი. ბაღდადიდან სამხრეთით, ქალაქ ალ-ჰაშვაში, თვითმკვლელმა მოიერიშემ დანაღმული მანქანა შიიტურ მეჩეთს შეჯახა, რასაც 9 ადამიანი ემსხვერპლა.